პოლიტიკა

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ

09.03.20 12:40


პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტი დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას შრომის კოდექსში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით დღეს განიხილავს.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ ცვლილებები რომელიც ზეგანაკვეთური შრომის, ღამის სამუშაოებისა და დასვენების დღეებში გაწეული მუშაობის ანაზღაურებას ეხება აუცილებად გასატარებელია.

"ცვლილება ეხება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, რომელიც ჩვეულ სამუშაო დროსთან შედარებით ერთნახევარი ოდენობით უნდა ანაზღაურდეს, ასევე ცვლილება ეხება ღამის შრომას და დასაქმებული არასრულწლოვნების ანაზღაურების საკითხს.

კანონში ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის, რომ დამსაქმებელს სამუშაო საათების წარმოებისა და აღრიცხვის ვალდებულება გაუჩნდება. როგორც უმრავლესობამ ისე სხვამაც უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელია", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები