პოლიტიკა

"პოლიტიკურ დევნაზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე თუ არ გვისაუბრია, აბა იქ რა გვინდოდა?" - ნიკა მელია მმართველი გუნდის განცხადებას პასუხობს

09.03.20 14:20


გაერთიანებული ოპოზიციისა და ენმ-ს ერთერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტის სპიკერის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, ესმის მმართველი გუნდის, რომელიც აცხადებს, რომ პოლიტპატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე შეთანხმება არ მომხდარა.

"რომ არ გვესაუბრა პოლიტპატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე, აბა იქ რა გვინდოდა?" - აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, 2020 წელს არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება და 40% იქნება "ჩამკეტი" ზღვარი, რომლის არმქონე პარტია მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

ამასთან, ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებაც, თუმცა დღეს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უარყო, რომ შეთანხმება კონკრეტულ პირებზე შედგა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები