პოლიტიკა

სოფო კილაძე: "ქართულ ოცნებას" კოალიცია არ ემუქრება

09.03.20 14:40


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ახალი მოდელის პირობებში, 40%-ზე მეტს აიღებს, ექნება საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობასაც თავად დააკომპლექტებს.

"დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" 40%-ზე გაცილებით მეტს აიღებს.

აე გვექნება იმის საშიშროება, რომ ვერ მოხდეს მთავრობის ჩამოყალიბება, უმრავლესობა მაინც "ქართული ოცნების" ხელში იქნება. "ქართულ ოცნებას" კოალიცია არავისთან ემუქრება, რადგან დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს", - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს.

"ჩემთვის, ღიმილისმომგვრელია ერთის მხრივ, როდესაც "ქართულ ოცნებას" უკიჟინებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსს" ხელიც კი არ უნდა ჩამოართვას, მეორეს მხრივ, ვხედავთ გიგა ბოკერიას, ასევე სხვებს, რომლებსაც პროევროპელებად მოაქვთ თავი და ნინო ბურჯანაძესთან შეხმატკბილებულად საუბრობენ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენს ყოველდღიურობაში ვხედავთ", - აცხადებს სოფო კილაძე.

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ასევე იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი- ანუ, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებს აიღებს, არ ექნება საპარლამენტო უმრავლესობა და ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები