პოლიტიკა

მარგველაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას: მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო

09.03.20 16:40


ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციასთან შესახვედრად "ლეიბორისტების" ოფისში მივიდა, სადაც მათ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან მიღწეული შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენი ძალიან პრინციპული ბრძოლით, უნარით, რომ გადალახოთ ბევრი წინააღმდეგობა, მიზნისკენ სწრაფვით, დიდი კვალიფიკაციით, რომელიც ამ ოთახში იყრიდა და იყრის თავს, მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო. ამას მიაღწიეთ ურთულეს ვითარებაში და მე ამ წუთას, ასევე მინდა მადლობა ვუთხრა იმ სამოქალაქო აქტივისტებს, ვინც დაიწყო ეს ბრძოლა და ძალიან პრინციპულად აწარმოეს. მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები