პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა ოფისის დირექტორს შეხვდა

11.03.20 15:40


ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა ოფისის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორ მარტინ ჰარისსა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან ჯასტინ მაქქენზი სმიტთან შეხვედრა გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიბერუსაფრთხოების კუთხით, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ გომელაურმა კიბერუსაფრთხოების სფეროში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის როლსა და ფუნქციებზე ისაუბრა.

მან, დიდი ბრიტანეთის მთავრობას, კიბერუსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარებისა და 2019 წლის 28 ოქტომბერს, რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის ფარგლებში, ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერებინა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები