პოლიტიკა

ვოლსკი: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ

11.03.20 17:00


"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის განცხადებას.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, არ არსებობენ პოლიტპატიმრები, მაგრამ არსებობენ სერიოზული დამნაშავეები.

"სამართლებრივ საკითხებში პოლიტიკა არ უნდა შეიჭრას, ამაში აბსოლუტურად ვეთანხმებით და ამ თემაზე იყო შეთანხმება.

ფორმულირებას, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ნაწილი ერთმანეთში არ უნდა იქნას არეული, არათუ ვეთანხმებით, არამედ ის სახელმწიფო ვართ, რომელმაც მავნე, ცუდ პრაქტიკას წერტილი დაუსვა 2012 წლიდან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილის განცხადების თანახმად, საარჩევნო სისტემის მოდელს მხარ იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუკი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული იქნება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები