პოლიტიკა
26.03.20 14:00
შექმნილ გამოწვევებთან გამკლავება ცალ-ცალკე ძალიან გაგვიჭირდება, ეს მხოლოდ საერთო კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
დეპუტატის განმარტებით, პანდემია არის ორი სახის კრიზისის, ჯანდაცვისა და ეკონომიკური კრიზისების გამომწვევი, რომლებიც ერთმანეთზეა გადაბმული და ურთიერთზეგავლენას ახდენენ.
„ასეთი რამ ისტორიაში იშვიათად ხდება და ამ გამოწვევებთან გამკლავება ჩვენ ცალცალკე, თითოეულ ინდივიდს ძალიან გაგვიჭირდება, ხოლო დიდი ნაწილისთვის შეუძლებელი იქნება. მათთან გამკლავება მხოლოდ საერთო კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი. ასეთი მოქმედება, აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება და კოორდინირება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფოს, ანუ მთავრობას. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ექიმების რეკომენდაციებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული ტვირთი ყველამ უნდა გადაინაწილოს.
„რა შეუძლია საზოგადოებას, ყოველ ჩვენთაგანს? საზოგადოების დიდი ნაწილი, უმეტესობა ჩვენგანი აგრძელებს მუშაობას, თითქმის სრულად საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები და კერძო სექტორის რიგი მიმართულებები. არც ეთიკური, არც ჰუმანური და არც პატრიოტული არ იქნება, რომ კორონავირუსის შედეგად გამოწვეული სიდუხჭირე შეეხოს მხოლოდ ტურისტულ სექტორს, ტრანსპორტის, მომსახურებისა და წარმოების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
დეპუტატი საზოგადოებას მოუწოდებს, შეიქმნას სოლიდარობის ფონდი, რომელშიც ყველა ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა სამსახური და შემოსავალი, შეიტანს სავალდებულო შენატანს თავისი შემოსავლის შესაბამისად.
„ვისაც ნაკლები აქვს შემოსავალი – ნაკლები, ვისაც მეტი აქვს – მეტი პროცენტული ოდენობით. ეს თანხები უნდა მოხმარდეს იმ ადამიანთა მინიმალურ კომპენსაციებს, ვინც სამსახური დაკარგა“, – აღნიშნავს დეპუტატი.
გია ჟორჟოლიანის თქმით, ადამიანების დასახმარებლად აუცილებელი არ არის, იყო მდიდარი, არამედ აუცილებელია, იყო სოლიდარული.
„ეს თანხები ვერ გადაწყვეტს ზემოხსენებულ ამოცანებს, მაგრამ დღეს საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ სიტყვებით გავამხნევოთ ერთმანეთი, არამედ ვიმოქმედოთ და საქმით დავეხმაროთ ერთმანეთს. სოლიდარობა და თანადგომა ის უმთავრესი ღირებულებებია, რომლებიც დაეხმარება თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24