პოლიტიკა

ნატო საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერ ახალ პაკეტს დაამტკიცებს

02.04.20 12:20


ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერ ახალ პაკეტს დაამტკიცებენ. შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში წარიმართება.

შეხვედრაზე ასევე განიხილება „კოვიდ-19“-თან მიმართებაში ალიანსის რეაგირებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ალიანსის ფარგლებში, შეიარაღებული ძალები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართული, როგორც საველე ჰოსპიტლებში, ასევე პაციენტების ტრანსპორტირების საკითხებში, სადეზინფექციო სამუშაოებსა და საზღვრის კვეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მინისტრები ასევე განიხილავენ ნატო-ს როლს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის ალიანსის საწვრთნელ მისიებს ერაყში.

ავღანეთთან მიმართებაში, მინისტრები განიხილავენ ნატო-ს განგრძობად ვალდებულებას ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

შეხვედრაზე ისაუბრებენ, თუ როგორ უნდა განამტკიცონ ნატო-ს პოლიტიკური განზომილება. ამ პროცესში ჩაერთვება ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული 10 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფიც.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები