პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანა მიდის რბილი ეპიდსცენარით, მაგრამ თვითკმაყოფილებისთვის მიცემის უფლება არავის აქვს

02.04.20 13:00


ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანა მიდის რბილი ეპიდსცენარით, მაგრამ თვითკმაყოფილებისთვის მიცემის უფლება არავის აქვს.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

„უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლო, მათ შორის ურთულესი სცენარიც.

თვითონ ეპიდვითარება, ეპდიმედილოგიური ხასიათი არის ფეთქებადსაშიში, შესაძლოა, ყოველდღე შეიცვალოს ვითარება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის მზად. დახმარება არის ის, რასაც დღეს აჟღერებს ხელისუფლება, მმართველი გუნდი. დახმარების ერთი პაკეტი შეეხება ერთ ჯგუფს, მეორე მეორე ჯგუფს და ჩვენ შევეცდებით ყველა სეგმენტს შევეხოთ," - განაცხადა ხუნდაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები