საზოგადოება

"ცხელი უთოს გამოყენებაც, საკმაოდ ეფექტური იქნება" - იმანაძე ფულის დეზინფექციაზე საუბრობს

03.04.20 15:00


დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, პაატა იმნაძის თქმით, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები ფულს დეზინფექციას უტარებენ.

როგორც იმნაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როცა ადამიანი ფულს ხელიდან ხელში იღებს, ის ნებისმიერი სხვა ნივთივით, შეიძლება გადამდები იყოს.

იმნაძის თქმითვე, ინდივიდუალურ პირობებში შეიძლება ფულის სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება.

"ცხელი უთოს გამოყენებაც, საკმაოდ ეფექტური იქნება"- აღნიშნა მან.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები