პოლიტიკა

"ბევრი კონტაქტი ფიქსირდება"- სამეგრელო შესაძლოა მორიგ საკარანტინო ზონად გამოცხადდეს და ჩაიკეტოს

07.04.20 17:40


იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის სამ უშუალო კონტაქტს განმეორებითი კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდგინდება, სამეგრელო, შესაძლოა, მორიგ საკარანტინო ზონად გამოცხადდეს და ჩაიკეტოს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ინფიიცრებული სპორტსმენიის გარშემო ბევრი კონტაქტი დაფიქსირდა.

“როდესაც ერთი ინფიცირებულისგან სამ ადამიანთან დაფიქსირდა კონტაქტი, მათი ანალიზის პასუხი მოვიდა უარყოფითი. თუმცა გადამოწმებას ექვემდებარება და იქნება გადამოწმებული. ძალიან ბევრი კავშირი უფიქსდირდება, როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე ამ სამ ადამიანს. ამდენად რისკი მაღალია ძალიან. კონტაქტის კონტაქტები დგინდება. უშუალო კონტაქტი ინფიცირებულ სპორტსმენთან არის 23.

თუმცა იმ 23 უდგინდება კიდევ ძალიან ბევრი კონტაქტი ამიტომ რისკი ძალიან მაღალია. თუკი დადასტურდება ეს სამი შემთხვევა განმეორებითი ანალიზის შემთხვევაში, მაშინ შეიძლება ჩაიკეტოს. იმდენად დიდია მათი კონტაქტების წრე, შეიძლება მოგვიწიოს ამ ზომებზე წასვლა“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ამასთან, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ სპორტსმენთან კავშირში მყოფ პაციენტებს სიმპტომების გამოვლენამდე განმეორებითი ტესტი არ ჩაუტარდებათ და ისინი ორ კვირიან კარანტინს გაივლიან.

რაც შეეხება 38 წლის ქალს, რომლიც ასევე სპორტსმენის კონტაქტია, ის ფოთის ცხელების ცენტრში, მწვავე რესპირატორული სიმპტომებით წალენჯიხიდან შეიყვანეს.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის ნანა მხეიძის თქმით, პირველადი ტესტით კი მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მხეიძის თქმით, მას განმეორებითი ტესტი ჯერ არ სჭირდება.

ცნობისთვის, 23 მარტს სრული კარანტინი გამოცხადდა და ჩაიკეტა მარნეულისა და ბოლნისის რაიონები. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მარნეულში პირველი ინფიცირების გამოვლენისთავე მიიღო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა

საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები