პოლიტიკა

სერგო რატიანი განათლების მინისტრს სამი რეკომენდაციით მიმართავს

08.04.20 12:40


„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი განათლების მინისტრის განცხადებას ეხმაურება და სამი რეკომენდაციით მიმართავს. „ევროპული საქართელოს“ რეკომენდაციით, უნდა შემცირდეს გამოცდების რაოდენობა და უნდა იყოს ერთი გამოცდა, სადაც ერთი კომბინირებული ტესტით შესაძლებელი იქნება ყველა სავალდებულო გამოცდის ჩაბარება.

გარდა ამისა, რატიანის თქმით, აუცილებელია ყველგან, სადაც რეგისტრირებულია აბიტურიენტი, მოეწყოს საგამოცდო ცენტრი და მოეწყოს მაქსიმუმ 25 სივრცე. ერთ სივრცეში კი მაქსიმუმ 5 აბიტურიენტი იქნება განთავსებული.

„მინდა გამოვეხმაურო განთლების მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების არც თარიღი და არც ფორმა არ შეიცვლება. ვფიქრობ, რომ თარიღი მართლაც არ უნდა შეიცვალოს, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ივლისში ეპიდემიის გავრცელების რაოდენობამ შეიძლება იკლოს, მაგრამ სრულად არ გაქრება. ამდენად, „ევროპული საქართელოს“ რეკომენდაცია არის, რომ უნდა შემცირდეს გამოცდების რაოდენობა, უნდა იყოს ერთი გამოცდა, სადაც ერთი კომბინირებული ტესტით შესაძლებელია, რომ აუცილებელი საგნების აუცილებელი გამოცდები შეფასდეს. ეს იქნება ერთიანი კომბინირებულიო ტესტი. მეორე რეკომენდაცია ეხება ჩატარების ადგილს. აუცილებელია, ყველგან, სადაც რეგისტრირებულია აბიტურიენტი მოეწყოს საგმოცდო ცენტრები და შესაბამისად, ეს უნდა იყოს ძირითადად სკოლებში იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ახალგაზრდების უსაფრთხოება. ერთ ცენტრში შესაძლებელი უნდა იყოს მაქსიმუმ 25 სივრცის მოწყობა, სადაც ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ბავშვი იქნება განთავსებული და ამისთვის თანხები უნდა იყოს მოძიებული“,-განაცხადა სერგო რატიანმა.

მესამე რეკომენდაციის თანახმად კი, აუცილებელია განათლების მინისტრის მიერ გამოიცეს ბრძანება, რომელიც შეეხება შეფასებას იმისათვის, რომ მე-12 კლასელების და დანარჩენი მოსწავლეების შეფასება არ შეფერხდეს.

„აუცილებელია გამოიცეს ბრძანება განათლების მინისტრის მიერ, რომელიც ეხება უშუალოდ შეფასებას იმისათვის, რომ მე-12 კლასელების და დანარჩენი მოსწავლეების შეფასება არ შეფერხდეს, ანუ ონლაინ შეფასება არ უნდა იყოს შეფერხებული. ეს არის სამი რეკომენდაცია. ერთი, კომბინირებული ტესტი. მეორე, საგამოცდო სივრცეების მოწყობა, მთელს საქართველოში და მესამე, სკოლის დამთავრებისთვის შეფასებები“,-აღნიშნა რატიანმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები