პოლიტიკა

კახა კალაძე - ყველა ცვლილება უკავშირდება იმას, რომ ვითარება გაჯანსაღდეს, თუ პრობლემა იყო, გამოსწორდეს და სამუშაო ახალი შემართებით განხორციელდეს

08.04.20 17:20


თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა ცვლილება ვითარების გაჯანსაღებასა და სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო პრობლემების გამოსწორებას უკავშირდება.

„ყველა ცვლილება უკავშირდება იმას, რომ სიტუაცია გაჯანსაღდეს, თუ იყო რაიმე გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით, გამოსწორდეს, სხვადასხვა სამუშაო და პროექტები ახალი ენთუზიაზმით, ახალი სისხლითა და შემართებით განხორციელდეს“ , – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, გიორგი ჭიღვარიას მიმართ იყო თუ არა პრეტენზიები და მისი გადადგომა ხომ არ უკავშირდება არჩევნებისთვის მზადებას, კალაძემ უპასუხა, რომ საჭიროა ცვლილებები და მეტი შემართება.

ამასთან, კალაძის განცხადებით, როგორც ყველა პარტია, ისე „ქართული ოცნებაც“ ოქტომბრის არჩევნებისთვის მოემზადება.

„პრეტენზიები ზოგადად ისეთი არაფერი. ალბათ, საჭიროა განახლება და უფრო მეტი ენთუზიაზმი, მეტი შემართება. არჩევნებისთვის, რა თქმა უნდა.

ყველამ ვიცით, რომ ოქტომბერშია არჩევნები. როგორც ყველა პარტია ემზადება, ასევე მმართველი გუნდი მოემზადება საარჩევნოდ, ცხადია, და დასამალი არაფერია“ , – განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და მისი პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე თანამდებობიდან გადადგნენ.

დღეს კი, გიორგი ჭიღვარიამ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერს, რომ ქუთაისის მერის თანამდებობას ტოვებს.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები