ეკონომიკა

მარტში ექსპორტი 22%-ით შემცირდა

13.04.20 13:20


საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2020 წლის I კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით $2.774 მლრდ-მდე შემცირდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

იანვარ-მარტში ექსპორტი 5.9%-ით $778 მლნ-მდე, ხოლო იმპორტი 1.4%-ით $1.996 მლრდ-მდე შემცირდა. დეფიციტმა საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 43.9% - $1.218 მლრდ შეადგინა.

რაც შეეხება უშუალოდ მარტის მონაცემებს, მარტში ექსპორტი 22%-ით $323 მლნ-დან $252 მლნ-მდე შემცირდა, იმპორტი კი 13.4%-ით $756 მლნ-დან $655 მლნ-მდე შემცირდა.

საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 21 აპრილს გამოაქვეყნებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები