პოლიტიკა

"ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ და ორმაგი სტანდარტით იქცევა"- ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს

15.04.20 15:40


ოპოზიცია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ქართულ ოცნებას" ანტიკრიზისული გეგმა ამ დრომდე არ წარმოუდგენია.

"მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტი უნდა წარადგინოს, რომელშიც ასახული იქნება ადამიანების პირდაპირი დახმარების სხვადასხვა გზა: ფულადი თუ სასურსათო. ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ეკონომიკის გამოცოცხლების გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერთ. მხარდაჭერა ნიშნავს პასუხისმგებლობის გაზიარებას.

მათ აქვთ 76 ხმა, მიიღონ საგანგებო და საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. მაშინ როდესაც მხარს ვუჭერდით საგანგებო მდგომარეობის დაწესებას, ვიზიარებდით პასუხისმგებლობას, თუმცა ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ მოიქცა, ვერ აღასრულა მისივე მიღებული კანონი გამოიჩინა ორმაგი სტანდარტი, შემდეგ იძულებული გახდა შემოეღო კომენდანტის საათი. აქაც არ დაიცვა წესები და დღეს იძულებულია 4 ქალაქი ჩაკეტოს"- თქვა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები