პოლიტიკა
16.04.20 11:45
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშში უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურების ჩვენი ქვეყნის საქმიანობაში ჩარევის მცდელობაზეა საუბატრი.
სუსი წერს, რომ სპეცსამსახურები განაგრძობდნენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობებს, რა დროსაც იყენებდნენ იდეოლოგიურ, სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა სახის ბერკეტებს.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოსა და მის გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ასევე, რეგიონის გეოპოლიტიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უმთავრესი გამოწვევა და ამოცანაა. სუს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულისკენ იყო მიმართული სამსახურის ძალისხმევა 2019 წლის განმავლობაშიც.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რუსული ოკუპაცია რჩება.
„ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით, 2019 წელი განსაკუთრებული კომპლექსურობით გამოირჩეოდა. უცხო სახელმწიფოების სპეციალური სამსახურები განაგრძობდნენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასა და სხვა პროცესებში ჩარევის მცდელობებს, რა დროსაც იყენებდნენ იდეოლოგიურ, სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა სახის ბერკეტებს.
საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია. 2019 წელს საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობებმა კრიტიკულად დაძაბა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ზოგადად, რეგიონში არსებული ვითარება.
ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები.
მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტების გამოყენების მცდელობები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული ინსტრუმენტები არსებითად არ შეცვლილა, გასულ წელს კიდევ უფრო დაიხვეწა მისი წარმოების ფორმები, მეთოდები და სამიზნე ობიექტებზე ზემოქმედების ტაქტიკა.
აღნიშნულის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და ქვეყნის მიერ არჩეულ საგარეო კურსზე ზემოქმედება.
ე.წ. ჰიბრიდულ საფრთხეებთან, მათ შორის, დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავება მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ უფრო ძლიერი შესაძლებლობების მქონე დემოკრატიული სახელმწიფოებისთვისაც.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან დაცვის პროცესში მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დარჩეს თავისუფალი სამყაროს ისეთი მონაპოვარი, როგორიცაა სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლება, ამა თუ იმ პირის პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური შეხედულებები და სხვა“,- აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ ახალი ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, სულ უფრო იზრდება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო და კიბერშესაძლებლობები, რაც ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სტრატეგიულ მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის, კიბერთავდაცვისა და კონტრდაზვერვითი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები უცვლელად დგას თანამედროვე მსოფლიოს დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ „დაეშმა“ დაკარგა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, ტერორიზმის კუთხით იგი “ალ-ქაიდასთან” ერთად კვლავ წარმოადგენს მსოფლიოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საქართველოში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული. თუმცა, ამ მხრივ, რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული გამოწვევები.
წინამდებარე ანგარიშში განხილულია 2019 წლის ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული საპასუხო ზომები.
აღნიშნულ პროცესში სამსახური მოქმედებდა კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით, უზრუნველყოფდა კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის ჯეროვან შესრულებას.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, მსოფლიოში, რეგიონსა და ჩვენს ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სამსახურისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და თანამშრომლობა.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა მიმართულებით მომდინარე საფრთხეებისგან ქვეყნის ეფექტიანად დაცვა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის პასუხისმგებლობების სწორი გადანაწილებით და აღნიშნული პასუხისმგებლობების პირნათლად შესრულებით“,- ნათქვამია სუს-ის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24