პოლიტიკა

სააკაშვილი ეკლესიისა და მთავრობის შეთანხმებაზე

20.04.20 11:15


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში გამოჩნდა, რომ არსებობენ უპასუხისმგებლო მღვდელმთავრებიც და ისეთებიც, რომლებიც ძალიან ღირსეულად მოიქცნენ, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების შემთხვევაში მთავრობა “ხელებს ვერ შეაწმენდს” კერძო ინსტიტუტს, საპატრიარქოს.

ეკლესიის საკითხზე კორონავირუსის პანდეემის კონტექსტში მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის’ ეთერში ისაუბრა. როგორც ცნობილია, ეპიდემიოლოგიური რისკების მიუხედავად, რომელიც მასობრივ თავყრილობებს ახლავს თან, მართლმადიდებელ ეკლესიებში სასულიერო პირები მრევლთან ერთად კვლავ იკრიბება. ეკლესიებში ცდილობენ დისტანციის დაცვას, თუმცა კვლავაც ეზიარებიან საერთო კოვზით.

“ქართველი ხალხი მოიქცა დიდი პასუხისმგებლობით [აღდგომაზე], რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს საყვარელ ხალხს. მეორე მინდა ვთქვა, რომ იყვნენ მღვდელმთავრები, რომლებიც უკიდურესად უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ დ იყვნენ მღვდელმთავრები, რომლებიც მოიქცნენ ძალიან ღირსეულად და პასუხისმგებლიანად. არ არის შემთხვევითი, რომ ვინც უპასუხისმგებლოდ მოიქცა, ის ხალხია, ვინც ყვიროდა: დაგმე მიშაო, ვინც ბიძინა ივანიშილი ლამის ქრისტეს ტოლად გამოაცხადა…

… უკრაინაშიც იყო პრობლემები, უკრაინის ხელისუფლების მიმართ შეიძლება ბევრი შენიშვნა გქონდეს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს პოლიცია დააყენეს ყველა ეკლესისთან და აკონტროლობდნენ რომ არ ყოფილიყო იქ რაღაც…

როდესაც თავი არ გაქვს, უფრო სწორად, ესენი [საქართველოს მთავრობა] მოიქცნენ უკიდურესად უპასუხისმგებლოდ: ახლა თუ რამე გართულდება, ავადმყოფობა იქნება, უნდათ ხელი შეაწმინდონ ეკლესიას და ეს არ უნდა გამოვიდეს, იმიტომ, რომ ტყუილია, ხელისუფლებაა ამ დროს ბოლომდე პასუხისმგებელი. საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის დაცვა – ეს არის ხელისუფლების ფუნქცია ყველა ქვეყანაში, არ არსებობს ეგეთი რამ რომ ხელისუფლებამ ეს გადააბაროს რომელიმე კერძო ინსტიტუტს, ამ შემთხვევაში ეკლესია არის კერძო ინსტიტუტი, ხოლო ხელისუფლება – საჯარო, სახელმწიფო ინსტიტუტი. ნუ ცდილობენ ჩვენს დაგოიმებას, ეს მათი ტაქტიკაა, სუფთა “დიშოვი” რუსული თამაში – ყურადღების გადატანის”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუერის, ნიკა გვარამიას კითხვაზე, ის რომ ყოფილი ამ დროს ხელისუფლებაში, როგორ მოიქცეოდა? მიხეილ სააკაშვილი პასუხობს:

“ქოცები მოვიდნენ ლოზუნგებით რომ სააკაშვილი ანგრევდა ეკლესიებს, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილია, მე ვაშენებდი ეკლესიებს და ამით ვამაყობ. მე ხელს ვუწყობდი რწმენის გაძლიერებას და ამით ვამაყობ, მაგრამ როდესაც საქმე ეხებოდა საზოგადოებრივ წესრიგს და კანონის დაცვას, მე ვიყავი შეუვალი. სწორედ ეს გამოიყენებოდა ზოგიერთ ბნელზე გათვლით, რომ აი, სააკაშვილი ხომ ეკლესიებს ანგრევდა… ჩვენ ვიცავდით საზოგადოებრივ წესრიგს იქ, სადაც ეს იყო კანონის უზენაესობით დადგენილი, ამავე დროს, დიდი მადლობა მრევლს, საზოგადოების დიდ ნაწილს და ასევე ბევრ ღირსეულ სასულიერო პირს, რომელმაც ამ დღეებში ძალიან სწორი პოზიცია დააფიქსირა. ასეა, ამ ხალხს სჭირდებათ ჩვენგან წახალისება, ნამდვილად არ უნდა მივცეთ საშუალება ივანიშვილს ისრები გადაიტანოს ეკლესიაზე როგორც ინსტიტუტზე… კონკრეტულ პირებს [სასულიერო პირებს] თავისივე მოქრთმაულებს, ვინც იქ არიან, ზოგიერთი ქუჩის ბიჭივით გამოიყურება და არავითარი კავშირი არ აქვთ არც ქრისტიანობასთან, არც შემწყარებლობასთან, ამასთან კანონით უნდა ილაპარაკო… ვინ უნდა ილაპარაკოს? ხელისუფლებამ, ვინც სუს-სი აგენტი გამოგზავნა ბიბლიოთეკის დასაწვავად?! ასეთი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყოველთვის წაახალისებს ასეთ ელემენტებს ეკლესიის შიგნით და მთლიანად საზოგადოებაში, პასუხიმსგებლობა არის მათზე, ოქტომრბის შემდეგ საქართველოში დამყარდება კანონის უზენაესობა”, – აცხადებს სააკაშვილი.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები