პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი - ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

20.04.20 11:30


ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

„როდესაც ქართველები აღდგომას აღნიშნავენ საგანგებო ვითარებაში, კოვიდ კრიზისი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის თანამშრომლობას საზღვრებზე.

ეს ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ ვითარებას კიდევ უფრო სამწუხაროს ხდის. ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები