პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი - რუსეთი კორონავირუსს „ბორდერიზაციის“ პროცესის გასაგრძელებლად კვამლის ფარდად იყენებს

20.04.20 12:00


რუსეთი კორონავირუსს „ბორდერიზაციის“ პროცესის გასაგრძელებლად კვამლის ფარდად იყენებს, - ასე ეხმიანება ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას.

ლინას ლინკევიჩუსი ხაზს უსვამს, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„რუსეთი კორონავირუსს „ბორდერიზაციის“ პროცესის გასაგრძელებლად კვამლის ფარდად იყენებს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მილიტარიზაციის პროცესს. ლიეტუვა ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას,“- წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები