პოლიტიკა

"ქათამაძე რეციდივისტი და სუს-ის აგენტია" - ოპოზიცია ბიბლიოთეკის დაწვაში ბრალდებულისა და ხელსიუფლების კავშირებზე საუბრობს

20.04.20 13:40


ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბადრი (ბაჩო) ქათამაძე, რომელმაც გუშინ პრეზიდენტ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა დაწვა, სუს-ის აგენტია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ქათანაძის კრიმინალურ წარსულზე საუბრობს და ამბობს, რომ "ხელისუფლებასთან დაახლოებული" ახალგაზრდა კაცი "რეციდივისტია".

"რეციდივისტთან ერთად ის არის სუსის აგენტი და ამიტომ, ის სრული ხელშეუხებლობით სარგებლობს, მას ხელისუფლება მფარველობს.

მან 2018 წელს რკინის საგნით, დაზიანება მიაყენა ზაურ აბაშვილს.

დანაშაულის ჩადენის მომენტში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

2019 წელს ის შვილმოკლულ მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს დაესხა თავს. პოლიციამ მაშინ ის ტერიტორიას მხოლოდ განარიდა. 2020 წელს ქათამაძე თავს დაესხა "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას, როცა ის ადვოკატის რანგში, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე იმყოიფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა უამრავი მოწმის თანდასწრებით, სასამართლოს ეზოში მოხდა, პოლიციამ ის მხოლო განარიდა და რაც არ უნდა ცინიკური იყოს, ეს საქმე სასამართლომდეც კი არ მისულა.

მაშინ როცა პირი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, როგორც წესი, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დროს დაუყიოვნებლივ ხდება მისი დაკავება. ეს არ ხდება ბადრი ქათამაძის შემთხვევაში, რადგან ის სუსი-ს აგენტია და ხელისუფლების მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს.

გუშინდელი დანაშაულიც, ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი დანაშაული იყო. ეს არის "ქართული ოცნების" სახე, როდესაც აღდგომის დღეს, როცა მთელი მართლმადიდებლური სამყარო ზეიმობს სინათლის გამარჯვებას სიბნელეზე, ამ ადამიანმა სინათლის სიმბოლოზე, ბიბლიოთეკაზე განახორციელა თავდასხმა"- აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

ენმ-ს წევრი თქმით, ქათამაძეს ნაკლებად მძიმე დანაშაულის მუხლი წაუყენეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება ქათამაძის გირაოთი გათავიუფლება. ის ასევე არის პარლამენტის წევრის, გიორგი ვოლსკის კოორდინატორი და დარწმუნებული ვარ, რომ თავად ვოლსკი ჩაერევა ამ ადამიანის ძალიან მოკლე დროში გათავისუფლება. ჩვენ ვთხოვთ სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო სექტორს მიადევნონ ამ საქმეს თვალ-ყირი, რომ არ მოხდეს მისი დაუყივნებლივი გამოშვებით მომავალი დანაშაულის წახალისება"- ამბობს პარლამენტის წევრი.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ისინი აპირებენ ზიანის ანაზღაიურების მიზნით სასამართლოს მიმართონ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები