პოლიტიკა
20.04.20 14:20
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით მაღალ შეფასებას აძლევს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.
უწყების ცნობით, საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს და იმ ერთობლივ მოქმედებებს, რომელსაც ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებენ.
„მთავრობის მეთაურმა ევროკავშირს საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დონორის, მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან ახლო მეგობრები და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის იმედი, რაც დადასტურდა კრიზისის პერიოდში მჭიდრო თანამშრომლობით და კონკრეტულ, ხელშესახებ ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა როგორც ექსპერტულ დონეზე, ასევე - ფინანსური კუთხით.
ვიდეოკონფერენციისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს განაგრძობენ, შესაბამისად, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერა და ევროპული სოლიდარობა. ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც მკაფიო და შეუქცევადი იქნება.
საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესს. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თავლსაზრისით მიმდინარე პროცესებზე. ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ, მათ შორის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
ვიდეოკონფერენციისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციაზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ასოცირების შეთანხმება აჩენს. ამ თვალსაზრისით აღინიშნა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა და არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს.
საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ბრიუსელში, აპრილში იგეგმებოდა, პანდემიის გამო ვერ განხორციელდა და გლობალური გამოწვევის დამარცხების შემდეგ შედგება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა მზადყოფნა, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ, ამჯერად ახალ ამპლუაში ეწვიოს საქართველოს.
ვიდეოკონფერენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი მონაწილეობდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24