პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილი კლოუნადათია დაკავებული - მისი წარმომადგენლობა და საქართველოს სახელით მოქმედება, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის შემლახავია

20.04.20 15:40


მიხეილ სააკაშვილი რომ არც ერთი თეთრის მომტანი არ არის, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი მზადაა აშშ-ის, ევროპული სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელით სააკაშვილის მოქმედება მისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის იმიჯისშემლახავია.

მისივე შეფასებით, ამ რთულ ვითარებაში გარკვეული ოპოზიციური ძალები გადასული არიან პოპულიზმსა და პოლიტიკურ მანიპულაციაზე, რაც სესიაშვილის შეფასებით, მავნებლობაში გამოიხატება.

„სააკაშვილი რომ არცერთი თეთრის მომტანი არ არის, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ის კლოუნადათია დაკავებული. მისი წარმომადგენლობა და საქართველოს სახელით მოქმედება ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯისშემლახავია, რამდენადაც მას სერიოზულად არავინ არ აღიქვამს.

მთავრობამ იმუშავა და სამი მილიარდის მობილიზება შეძლო, რაც ფაქტობრივად არცერთ სხვა ქვეყანას არ გაუკეთებია. მისი მოქმედებით და ხშირ შემთხვევაში, მავნებლური განცხადებებით ამასაც შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ხელისუფლება დროულად და ეფექტურად მოქმედებს“, - აცხადებს სესიაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართავს და აცხადებს, რომ ის მზადაა აშშ-ის, ევროპული სახელმწიფოების და სერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები