საზოგადოება

თბილისში ბამბის საამქრო და სტამბა დაიწვა

31.08.16 16:05


გუშინ, ღამით, ისანი-სამგორის რაიონში ხანძარი მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. ხანძარი აბუსერიძის ქუჩაზე სამსართულიან შენობაში გაჩნდა, სადაც ბამბის საამქრო და სტამბა იყო განთავსებული. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 13 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია.

შემთხვევის შედეგად 800 კვადრატულ მეტრამდე ფართი დაიწვა. ხანძრის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, აალება ბამბის საამქროში მოხდა. საწარმოს მეპატრონე დიდ ზარალზე საუბრობს. „უდიდესი ზარალია. დანადგარებიც დამწვარია, მასალაც დამწვარია, ყველაფერი განადგურებულია. ნათურა გასკდა და მოედო. ვერაფერი ვერ შევძელით ჩვენი ძალებით ჩაქრობა. სახანძრო მოვიდა 20 წუთის შემდეგ“, — განაცხადა საამქროს მფლობელმა გოგიტა ბაძაღუამ. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები