პოლიტიკა
20.04.20 16:20
საქართველოს პარლამენტში საგანგებო სხდომა 22 აპრილს გაიმართება.
დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას უყრიან კენჭს.
თუმცა, მანამდე ამ საკითხზე პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დეკრეტი უნდა გამოსცეს.
გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევა და ძალადაკარგულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ საკანონმდებლო ორგანო განხილვის შემდეგ სიითი უმრავლესობით მას მხარს არ დაუჭერს და საკითხი ჩავარდება.
პარლამენტში კენჭისყრამდე საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით პრეზიდენტის დეკრეტით გახანგრძლივდება.
უკვე ცნობილია, რომ საგანგებო რეჟიმის გაგრძელებას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას სრულად დაუჭერს მხარს.
„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ შიდა გავრცელების საფრთხე უკვე რეალობაა. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, მზარდია „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა რიცხვი. შესაბამისად, ლოგიკურია და სრული პასუხისმგებლობით საჭიროა, გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა.
პრეზიდენტი, პრემიერი ერთად გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას და პარლამენტი სავარაუდოდ 22 აპრილს, ოთხშაბათს დაამტკიცებს. რა თქმა უნდა, მას ექნება სრული მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ვიღებთ პასუხისმგებლობას. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია რეალურად პოლიტიკური სპეკულირების არის დაკავებული, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს, რისი მიზანიც არის, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ისინი უკავშირებენ ეკონომიკურ პროგრამას, მაშინ, როდესაც თავად ძალიან კარგად ხედავენ, მთავრობა რამდენად ეფექტურად მოქმედებს ეკონომიკური პრობლემების, გამოწვევების მიმართულებით. 3 მილიარდი დოლარი უკვე არის მობილიზებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა, მიზნობრივად მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას, ასევე სოციალური მიმართულებით დაიხარჯება. ამდენად მათი ეს განცხადება უფრო პოპულიზმის ნაწილია, ვიდრე იმ რეალობის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია და ამას საზოგადოებაც მხარს უჭერს.
„რაც შეეხება პროცედურებს, პრეზიდენტი და პრემიერი ხელმოწერებით გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას. პარლამენტი კი ოთხშაბათს სესიაზე ამას მხარს დაუჭერს. მინდა, საზოგადოებას ასევე აუხსნა, რომ არ ეგონოს ვიღაცას, უკვე აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა რაღაც წყვეტას განიცდის. არა, როგორც კი პრეზიდენტი და პრემიერი ხელს მოაწერენ ამ ბრძანებას, ის დაუყოვნებლივ ძალაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გრძელდება საგანგებო მდგომარეობა, ამიტომ ვინმეს არ ეგონოს, რომ რაღაც წყვეტაა და მათ გარკვეული უფლებები აღუდგებათ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შევა თუ არა ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დადგენილ იმ ნორმებში, რომლებიც ქვეყანაში დღეისათვის მოქმედებს, ეს პრეზიდენტის დეკრეტის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24