პოლიტიკა

სასტუმრო „რედისონში“ რკინიგზის საბჭოს 64-ე სხდომა ჩატარდა

18.05.16 17:10


დღეს რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს ორ დღიანი, რიგით 64-ე სხდომა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობდა. საქართველოს სხდომისათვის სულ 17 ქვეყნის 180 წარმომადგენელი ეწვია.

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ 17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს რიგით 64-ე სხდომა გახსნეს.

საბჭოს სხდომას ესწრებოდა საქართველოს, ბელორუსიის, უკრაინის, ლატვიის, ლიტვის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, რუსეთის, ტაჯიკეთის, ირანის თურქმენეთის, უზბეკეთის, ფინეთისა და ესტონეთის 180 წარმომადგენელი.

საბჭო 1992 წელს შეიქმნა და წელიწადში ორჯერ იმართება, მისი მთავარი მიზანია შეიმუშაოს ტექნოლოგიური და ტექნიკური დოკუმენტები იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საბჭოს წევრი ქვეყნების რკინიგზების ურთიერთ თანამშრომლობას საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლაში.

„სარკინიგზო კომუნიკაცია და გადაზიდვები ეს არის პატარა თუ დიდი ხიდები ჩვენს ქვეყანებს შორის, ეს არის კავშირი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სომხეთს შორის. სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რკინიგზას წამყვანი როლი უკავია ამ გეო ინტეგრაციულ კომუნიკაციაში. ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე, ისტორიულად იყო ევროპის და აზიის დამაკავშირებელი, ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა და გადის სავაჭრო, ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების უმოკლესი და ეფექტური გზა“- განაცხადა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ.

საბჭო წევრი ქვეყნების რკინიგზებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და მიმდინარე ტექნიკური საკითხების მოწესრიგებას უწყობს ხელს, რაც „საქართველოს რკინიგზის“ სამუშაო ეფექტიანობაზე პოზიტიურად აისახება.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები