პოლიტიკა

მდინარაძე: "ნაცმოძრაობის" ყალბი გვერდები მოქმედებდნენ ეკლესიის და ხელისუფლების წინააღმდეგ

07.05.20 12:00


"ნაციონალური მოძრაობის" ყალბი გვერდები და პროფილები დაბლოკა facebook-მა, პირდაპირ მიუთითა, რომ ეს გააკეთა ჩვეულებრივი მომხმარებლების მიმართვების საფუძველზე. ნაცების ერთი გვერდი, რომელიც დაიბლოკა, რამდენიმე წლის ნაგროვები "ლაიქებით" 400 000-მდე იყო ასული", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, თუ ვის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ფეიკ პროფილები.

"ეს იყო ეკლესია და პატრიარქი, საქართველოს ხელისუფლება. მარტო კრიტიკა რომ იყოს, ამაზე არ არის საუბარი. სიცრუე და დეზინფორმაცია - ეს იყო მათი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ნიშანი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმებისა და covid19-თან ბრძოლის ღონისძიებების წინააღმდეგ იყო მიმართული მათი განცხადებები. როცა ბრძოლაშია ჯარისკაცი და მას ზურგიდან ურტყამ ფეიკ ნიუსებით, ეს ცალკე ბოროტება და მავნებლობაა.

ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვა, რომ ვისიც არ უნდა იყოს ფეიკ გვერდი, როგორ კეთილშობილურ მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს, მაინც ცუდია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ "იმედის" ეთერში.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები