პოლიტიკა

მთავრობა სექტორულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარმოადგენს

07.05.20 15:20


"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გადავდივართ პოსტკრიზისული ეკონომიკის მართვის ეტაპზე. დღეს, განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სექტორულ მიმართულებას. სექტორული თვალსაზრისით პირველი იქნება ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა და ფერმერების მხარდაჭერა, შემდგომ - დეველოპმენტის, მშენებლობის და სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერა და შემდგომ - განათლება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით, ორ კვირაში მთავრობა წარმოადგენს სექტორულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს როგორც საერთაშორისო დონორების, ასევე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტების მხარდაჭერით.

"რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით სექტორულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, უკვე სრულს, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ როგორც ჩვენს საერთაშორისო დონორებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ასევე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტების მხარდაჭერით და ამ გეგმას წარმოვადგენთ უახლოეს მომავალში", - აღნიშნა პრემიერმა.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები