პოლიტიკა

კონსტანტინ კოსაჩევი - რუსეთი მზად არის სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან და უკრაინასთან

07.05.20 16:20


რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა Russia Today-ის მიერ ორგანიზებულ ვიდეოხიდის დროს განაცხადა.

„მინდა ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით, დავადასტურო ჩვენი მაქსიმალური მზადყოფნა, რომ სრულად აღვადგინოთ ჩვენი საპარლამენტო დიალოგი როგორც ჩვენს თანამოაზრეებთან, ისე ჩვენს ოპონენტებთან”, - აღნიშნა კოსაჩოვმა სიტყვით გამოსვლისას ჩართვის დროს, რომელშიც პარტია "ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა.

კოსაჩევის თქმით, რუს პარლამენტარებს არ ეშინიათ მწვავე თემების განხილვის. „ჩვენ გვაქვს სათქმელი და ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თანამოსაუბრეების არგუმენტებიც,” - დასძინა პოლიტიკოსმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები