პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე დღეს ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

18.05.16 17:50


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ევროპის საბჭოს მთავარი ღირებულებების - ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, დაცვის საკითხებზე და ამ მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე გაამახვილებს. ასევე ისაუბრებს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2016 წლის 4 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან გამართავს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები