ეკონომიკა

ნათია თურნავა: ავიაკომპანიებს ფრენების აღდგენის სტიმული მიეცათ

12.05.20 15:40


ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მთავრობამ პირველმა დაასახელა კონკრეტული ვადები, თუ როდის გაიხსნება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ქვეყნის ტურისტული ბაზარი, საერთაშორისო ავიაკომპანიებს ფრენების აღდგენის ძალიან დიდი სტიმული გაუჩინა.

მისივე თქმით, საავიაციო კომპანიების უმრავლესობა, ვინც საქართველოს ბაზარზე ოპერირებდა, უკვე მზად არის განაახლოს ფრენები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფრენები განახლდეს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით - იქნება ეს თბილისის, ქუთაისისა თუ ბათუმის აეროპორტი. ამასთან, პრიორიტეტულია, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების - „ვიზიეარისა“ და „რაინეარის“ ფრენები. ორივე ამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებში საკმაოდ პოზიტიურად ვართ დაწინაურებული, გვაქვს წინასწარი თანხმობა და მათ საჯაროდაც განაცხადეს, რომ გარკვეული მიმართულებებით ფრენებს აღადგენენ, რაღაც პერიოდის მანძილზე კი კვლავ ძველ ნიშნულებს დაუბრუნდებიან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში მოქმედი 36 საერთაშორისო ავიაკომპანიიდან 18-მა ფრენების განახლების სურვილი დაადასტურა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები