საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13.05.20 11:00


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა.

შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 642 შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ კარანტინის რეჟიმშია 4600 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 413 პირი. 642 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები