პოლიტიკა

ლიეტუვამ საქართველოს სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული დახმარება გამოუგზავნა

14.05.20 10:00


ლიეტუვას მთავრობამ საქართველოს მეგობრობისა და მხარდაჭერის ნიშნად, ჰუმანიტარულდახმარებას გამოუგზავნის. ჰუმანიტარული დახმარება სამედიცინო დანიშნულებისაა და პანდემიასთან ბრძოლაში დახმარებას ისახავს მიზნად.

ტვირთის ტრანსპორტირება 14 მაისს განხორციელდება ლიეტუვის საჰაერო ძალების თვითმფრინავით განხორციელდება.

"აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება ლიეტუვის მიერ საქართველოს მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. საელჩო მადლობას უხდის ლუეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს და მთლიანად ლიეტუვის მთავრობას გამოჩენილი სოლიდარობისა და თანადგომისათვის", - ნათქვამია ლიეტუვაში საქართველოს ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები