პოლიტიკა
14.05.20 11:00
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, დისტანციურ რეჟიმში გამართა.
მხარეებმა, საქართველოში „კოვიდ 19“-ის კუთხით არსებული ვითარება და საპასუხო განიხილეს. ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და მნიშვნელობაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, უკანონო ქმედებებზე და ჰიბრიდულ კამპანიაზე, მათ შორის დეზინფორმაიასა და პროპაგანდაზე, რომელსაც საოკუპაციო ძალა გლობალური პანდემიის პირობებშიც აგრძელებს, აგრეთვე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრისას ასევე განიხილეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მასშტაბებმა და ხარისხმა მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს. საქართველოს აქვს ამერიკელი პარტნიორების ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც ადასტურებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდაჭერის აქტი, ყოველწლიურად მიღებული ბიუჯეტის და ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონები, აგრეთვე არაერთი სხვა დოკუმენტი. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული მიმართულებებით, როგორებიცაა მათ შორის, დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ხალხთა შორის ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24