პოლიტიკა

"ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, დახმარება კრიმინალების გათავისუფლებას დაუკავშირონ"- ოცნების დეპუტატი საერთაშირისო კრიტიკაზე

14.05.20 16:40


"ქართული ოცნების" წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, "ცალკეული პოლიტიკოსები პარტნიორებისგან გამოყოფილ დახმარებას კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას უკავშირებენ".

ბერაია ფაქტს "ძალიან სამწუხაროს" უწოდებს.

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ დაუკავშირონ ამ მიზნით გამოყოფილი დახმარების მიღება კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას. ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც რასაკვირველია, არის მიუღებელი"- განაცხადა დეპუტატმა.

ირაკლი ბერაიას აღნიშნავს, რომ ენმ დიდი მონდომებით, სიხარულით და ენთუზიაზმით ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი საქართველოს იმიჯის დაზიანებისთვის".

"ენმ ცდილობს მიაღწიოს საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, თუმცა ქართულ-ევროპული ურთიერთობები, საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორობა არის ძალიან მყარი. ამას ჩვენ წლებია, ძალიან დიდი ძალისხმევით და მონდომებით ვაშენებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიციური დრის წესრიგი და მიუხედავად ყველანაირი წინააღმდეგობისა, ჩვენ ამ ამბიციურ დღის წესრიგს აუცილებლად განვახორციელებთ, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები