პოლიტიკა

"სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში არის დამოუკიდებელი" - "ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს

18.05.20 13:00


თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ამბობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. მისივე თქმით, პროცესი გრძელდება და საბოლო ჯამში რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, შემდგომ პერიოდში გამოჩნდება.

„სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. რამდენადაც ცნობილია, ამ ეტაპზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია, განაჩენი გიორგი რურუას მიმართ არ დამდგარა. საუბარი იყო მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახით ისევ დატოვა პატიმრობა... ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, სასამართლოს არ ჰქონდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიების გარემოება და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები