პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: მთავრობის მუშაობის შედეგია ის, რომ გაეროსგან $1მლნ-ის დახმარება ერთ-ერთმა პირველებმა მივიღეთ

18.05.20 14:20


"ის, რომ ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვართ იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაეროსგან 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, საქართველოს მთავრობისა და გაეროს ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გაეროს მიერ COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, დახმარება მიმართული იქნება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე.

„პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ვირუსის გავრცელების შენელება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კრიზისით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც გაერომ ჩვენთვის გამოყო და რომელიც გახლავთ ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი მთავრობასა და გაეროს შორის. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაეროსგან დახმარება და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მიმართული იქნება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო ფონდმა გაეროს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში 1 მილიონ აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები