პოლიტიკა

"მოველი შეთანხმების შესრულებას"- კინზინგერი საქართველოში პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება

19.05.20 11:30


კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება.

მაღალჩინოსანი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების სრულად შესრულებას ელის.

"მოველი შეთანხმების შესრულებას", - ამბობს ადამ კიზინგერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან.

„კონგრესმენს ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მის მილოცვას ჩვენს საელჩოს შეთანხმების განსახორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის“ - აცხადებენ კონგრესმენ კინზინგერის ოფისში „ამერიკის ხმის“ შეკითხვის საპასუხოდ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები