პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრიმა „ჯანმო“-ს 73-ე ასაბლეაზე COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს წარმატების ფაქტორები დაასახელა

19.05.20 11:45


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოს წარმატების ძირითად ფაქტორად სწრაფი რეაგირება და მიზნობრივი ტესტირება დაასახელა.

„ჯანმო“-ს 73 ასაბლეა Covid-19-ის თემას მიეძღვნა. მსოფლიო ლიდერებმა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა ვირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადალახვის გზებზე ისაუბრეს.

„დაწყებული იანვრის თვიდან საქართველოს მთავრობა იღებდა მკვეთრ ზომებს Covid-19– ის გავრცელების წინააღმდეგ, სოციალური დისტანცირების გამოყენებით, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაციით და პირველადი ჯანდაცვის დონეზე ცხელების პროგრამების დანერგვით. ტექნოლოგიურმა საშუალებებმა მოგვცა შესაძლებლობა გაგვეგრძელებინა სწავლება სკოლებში და უნივერსიტეტებში. ჩვენ ასევე ხელი შევუწყვეთ ონლაინ სამუშაო პლატფორმებს.

დავნერგეთ სპეციალური აპლიკაცია - Stop Covid თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დასაცავად“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ თავის განცხადებაში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობისა და შესაბამისი ინსტიტუციების ერთობლივი დაუაღრესად კოორდინირებული მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა ინფექციის შეკავება და ვირუსის შემთხვევების მინიმალიზაცია.

„პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი სამედიცინო დახმარება, ინფექციის კონტროლის მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწა და იმუნიზაციისა და ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამების გაფართოება, რათა შემცირდეს ქრონიკული დაავადებების რიცხვი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული მითითებები ძალიან სასარგებლოა. ჩვენ ვაფასებთ შესაძლებლობას შევუერთდეთ სოლიდარობის პროცესს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წვლილი შევიტანოთ ერთობლივ ძალისხმევაში COVID– თან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მოსაძიებლად“, - აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები