პოლიტიკა

კუჭავა: ოპოზიციას უნდა, გადაჩრდილოს ის პოზიტივი, რომელიც გუშინ იგრძნობოდა

20.05.20 17:40


"ოპოზიციას უნდა, რომ გადაიჩრდილოს ის პოზიტივი, რომელიც გუშინ იგრძნობოდა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"პირველ რიგში, პოზიტივი არის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, ორი პატიმრის შეწყალების თაობაზე, რომელიც იყო ამ დაპირისპირების და სპეკულირების საგანი.

ევროპარლამენტარები კითხვებს არ სვამენ იმასთან დაკავშირებით, დანაშაული იქნა თუ არა ჩადენილი. პირველ რიგში ისინი ამბობენ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ისინი გულშემატკივრობენ და სურთ, რომ პოლიტიკურად ის ძალიან სტაბილური იყოს. ამიტომ თვლიან რომ ამ ადამიანების გათავისუფლება იქნებოდა საუკეთესო ასეთი პოლარიზებული მდგომარეობის განმუხტვისთვის“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაზე მარტივი და სწორი შეთავაზება ფაქტების დამდგენ კომისიასთან დაკავშირებით, რაც ევროპარლამენტარებმა ძალიან კარგად მიიღეს.

„ჩვენ ეს შეთავაზება გავაკეთეთ მანამ, სანამ კოვიდ ვირუსისის ეპიდემია დაიწყებოდა და ჩაიკეტებოდა საზღვრები. მანამდე თვენახევარი დრო იყო. ოპოზიციას უნდა მოეწადიებინა, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოსულიყვნენ ევროპარლამენტარები, რათა დადგენილიყო სიმართლე. რაც არ უნდა ვისაუბროთ ორივე მხარე არის სუბიექტური. სწორედ ეს იყო ფაქტების დამდგენი კომისიის მიზანი“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.​




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები