პოლიტიკა

გახარია კითხვებზე საპასუხოდ პარლამენტში მივა

21.05.20 11:30


"მე უკვე გავუგზავნე შესაბამისი წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი, ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართული, მივალთ პარლამენტში და გავცემთ ყველა იმ კითხვას პასუხს, რაც მთავრობის მიმართ არსებობს",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, 31 მარტიდან 22 მაისამდე ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობდა, რის გამოც დაგროვდა კითხვები, თუ რამდენად ეფექტურად მართავდა ამ პერიოდში მთავრობა ქვეყანას. ამიტომ მთავრობა პარლამენტში ყველა კითხვას გასცემს პასუხს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები