პოლიტიკა
21.05.20 12:20
ჩემი სამსახურია იმის უზრუნველყოფა, რომ შეთანხმება შესრულდეს. არ ვიცი ყველა დეტალი, რაზეც მოხდა ან არ მოხდა შეთანხმება, მაგრამ ის, რაზეც 8 მარტს მოხდა შეთანხმება, უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში საქართველოს განიხილავენ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად და აშშ განაგრძობს ქართველი ხალხის მარდაჭერას.
„ვფიქრობ, ორივემ მხარემ დიდი ძალისხმევა ჩადო ამის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის, არ ვაპირებ დეტალებში საუბარს, არ ავირჩევ რომელიმე მხარეს. მხოლოდ გამოსავლის ნახვა მსურს და მჯერა, რომ იმ საარჩევნო სისტემის მიღება, რომელზეც იქნა დაპირება გაცემული კონკრეტული პირობების მიხედვით, რაც უნდა ყოფილიყო ეს, სარგებლის მომტანია ყველასთვის.
შეერთებულ შტატებში საქართველოს აღვიქვამთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად ჩვენი მომავლისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზაზე ქართველი ხალხის გვერდში დგომას. ჩვენ ძალიან კარგი ახალი ელჩი გვყავს საქართველოში. ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილესთან. ვიცი, რომ მათ სურთ საუკეთესო საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველანი მივალთ ამ მიზნამდე ერთად. შესაძლოა გარკვეული რთული სამუშაო გველის წინ, თუმცა ყველაზე რთული უკვე გადალახულია ქართველი ხალხის მიერ და ჩვენ წინ მივიწევთ, რომ ოქტომბერში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მისი ხმა ისმოდეს პოლიტიკური კლასის ფარგლებს გარეთაც და ეს სწორედ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება შესაძლებელი.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ის დაპირება, რაც გაკეთდა, შესრულდება და წინ წავიწევთ. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, მისი ხმა ისმოდეს პოლიტიკური კლასის ფარგლებს გარეთაც და ეს სწორედ ოქტომბერში არჩევნებზე იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთხელ, პროცესში ჩართულ ორივე მხარეს ვულოცავ. ყველა ვერ იქნება კმაყოფილი, ამას ვამბობ პოლიტიკაში დიდი ხნის განმავლობაში მყოფი ადამიანი. ყველა ყველაფრით კმაყოფილი ვერ იქნება, ეს არის დემოკრატიაც, თუმცა ეს გაცილებით უკეთესი გზაა, ვიდრე ის, რომ ერთი ადამიანი მთელი ცხოვრება გკარნახობდეს, როგორ იცხოვრო და ეს უკეთესი გზაა, ვიდრე რუსეთის ბრჭყალების ქვეშ ყოფნა. იმედი მაქვს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, ვიდრე ახლაა. ის ახლაც ძალიან ძლიერია“, – განაცხადა კინზინგერმა.
ონლაინ კონფერენციისას კონგერესმენმა პრეზიდენტის მიერ ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ცუდია, როცა სასამართლო სისტემას პოლიტიკისთვის იყენებენ, თუმცა „ამას ადგილი არ ჰქონია“.
„ჩემს განცხადებებში, რომ მე არ გამიკეთებია კომენტარი კონკრეტულად ამ საკითხზე. რაც აღვნიშნე არის ის, რომ სასამართლოს სისტემა უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი. ეს მნიშვნელოვანია. ეს აშშ-შიც მნიშვნელოვანია. ნებისმიერ დროს, როცა სასამართლო სისტემას პოლიტიკისთვის იყენებენ, ეს ცუდია და მე არ მითქვამს, რომ ამას ჰქონდა ადგილი. რასაც ვამბობ არის ის, რომ გვჯერა, ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს, უნდა მივიდეს დასკვნამდე. აშშ-ში ბევრი რამ ხდება, რაც არ მომწონს და ვფიქრობ, ეს მოხდა აქაც. მე მჯერა, რომ ორივე მხარემ რთული სამუშაო შეასრულა. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ახლოს ვართ, ამიტომ, ეს კარგი პოზიციაა. არ ვაპირებ დეტალებში ჩაღრმავებას. ვფიქრობ, ჩვენმა ელჩებმაც კარგი სამუშაო შეასრულეს იმავეს გამეორებით. ჩვენ გვსურს, რომ ორივე მხარე შეთანხმდეს, თუ ეს შესაძლებელია, რათა დემოკრატიამ იმუშაოს“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24