პოლიტიკა

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ 26 მაისის აღსანიშნავად ადამიანების შეკრება დაუშვებელია

21.05.20 14:20


პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ 26 მაისის აღსანიშნავად, ადამინების შეკრება დაუშვებელია. 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე დეპუტატი ამბობს, რომ ასეთი შეკრება ვირუსის გავრცელების საფრთხის მატარებელი იქნება.

"ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანები შეიკრიბონ რა ღონისძიებაც არ უნდა იყოს და რა დღესასწაულიც. 26 მაისის აღსანიშნავად ადამიანების შეკრებისას, არის საფრთხე იმისა, რომ გავრცელდეს ვირუსი. მე ასეთი შეხედულება პირადი ემოციების საფუძველზე არ მაქვს ჩამოყალიბებული. საფრთხე არის რეალური. მსოფლიოში ყოველდღიურად მატულობს დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი. თუ ჩვენ ვხსნით გარკვეულ შეზღუდვებს, ეს არ არის კარგი ცხოვრებით გამოწვეული, ეს არის იმ აუცილებლობით გამოწვეული, რასაც ჰქვია ეკონომიკის გადარჩენა. ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები