პოლიტიკა

ოპოზიციას ეშინია, ხელისუფლებამ „დამატებითი პოზიტივი არ შეიძინოს“ — ხუნდაძე

21.05.20 17:20


„ქართული ოცნების“ წევრისა და პარლამენტის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებით, ოპოზიციას ეშინია, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ „დამატებითი პოზიტივები არ შეიძინოს“ და ისინი სწორედ ამ მოტივით ეწინააღმდეგებიან მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ჰქონდა თავისი პოზიტიური როლი და ვფიქრობ, სწორედ ეს აშინებს ჩვენს ოპონენტებს, რომ არიქა, წინასაარჩევნოდ დამატებითი პოზიტივები არ შეიძინოს ხელისუფლებამ და მათ საარჩევნო შედეგზე არ იმოქმედოს ნეგატიურად“, — განაცხადა ხუნდაძემ.

პარლამენტში ამჟამად განიხილავენ ხუნდაძისა და სხვა პარლამენტარების ცვლილებეს კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“, რომლის წინააღმდეგაც ოპოზიცია უკვე გამოვიდა.

ცვლილებების თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები