საზოგადოება
22.05.20 16:40
"მინდა უკვე დღეიდან იცოდეს საზოგადოებამ, რომ ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ორშაბათს დილიდან უკვე შევძლებთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში აღვადგინოთ ხანმოკლე პაემნები, რომლებსაც როგორც პატიმრები, ასევე მათი ოჯახის წევრები რამდენიმე კვირაა ელიან", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე აღდგეს გარესამყაროსთან და ოჯახთან მსჯავრდებულების და იმ ბრალდებულების კონტაქტი, ვისაც ამის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ რადგან საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხებულია, ძალაში დარჩება გარკვეული თავისებურებები.
"პრევენციული ზომები ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება ისეთივე მკაცრი, როგორც აქამდე იყო და ორშაბათიდან მოკლევადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში. ამასთან, მოსული სტუმარი ვალდებული იქნება, რომ დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, იქნება ეს პირბადე თუ სხვა",- - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი შეზღუდვა, რაც პენიტენციურ სისტემაში მოიხსნა, იყო შეზღუდვა ამანათების მიღებაზე.
"პროცესი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და ის საკმაოდ დიდი ტალღა ამანათებისა და გზავნილებისა, რასაც მოველოდით, სახეზე არ არის. ჩვენ ვართ ამანათების მიღების იმ ჩვეულებრივ რეჟიმში, რომელშიც ვიყავით მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში.
ეს ასე გაგრძელდება და ამ სიახლეს, შეღავათს, ორშაბათიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ხანმოკლე პაემნებიც ემატება", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
18:0004.03.21
-
კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
17:4004.03.21
-
“ისკანდერის გაშვება ბაქოში”, რევანშიზმი და ნაციზმის რეაბილიტაცია
17:2004.03.21
-
17:0004.03.21
-
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
16:4004.03.21
-
ბოიკოტი შეცდომა იყო - თალაკვაძემ ოპოზიცია ანტიდემოკრატიულ ქმედებაში დაადანაშაულა
16:2004.03.21
-
აჭარას აქვს დიდი პოტენციალი, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა - თორნიკე რიჟვაძე
16:0004.03.21
-
15:4004.03.21
-
15:2004.03.21
-
ნათია თურნავას განცხადებით, „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს
15:0004.03.21
-
საქართველოს საგარეო უწყება საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება
14:4004.03.21
-
ხელისუფლება მოლაპარაკებების ჩასაშლელად საბაბს ეძებს - ოპოზიცია მშვიდობიანი აქციისთვის ემზადება
14:2004.03.21
-
„ეპიდვითარება თუ გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები ისევ დავაბრუნოთ“ - პრემიერი
14:0004.03.21
-
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი ანაკლიის პორტის პროექტს დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს
13:4004.03.21
-
5 მარტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
13:2004.03.21
-
13:0004.03.21
-
ჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის - ნათია თურნავა
12:4004.03.21
-
"საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭება დიდი შეცდომა იყო, ახლა ამ შეცდომის ფასს ვიხდით" - პავილიონისი
12:2004.03.21
-
ახალი საარჩევნო რეფორმას 8 მარტის ბიუროს სხდომაზე დააინიცირებენ
12:0004.03.21
-
11:4504.03.21
-
11:3004.03.21
-
11:1504.03.21
-
რუსთავის ციხისკენ მსვლელობა გაიმართება - ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს
11:0004.03.21
-
ჩეხეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
10:4504.03.21
-
ღვინო მოპარული სახელწოდებით „კახეთ“ ტრანზიტით იგზავნება საქართველოს გავლით
10:3004.03.21
-
"თბილისის ციხიდან ივანიშვილის მმართველების პატიმრის , ნიკა მელიას, სიტყვები მივიღე" - პავილიონისი
10:1504.03.21
-
10:0004.03.21
-
ლიეტუვის პრეზიდენტი: პავილიონისის ვიზიტმა ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზარალა
18:0003.03.21
-
დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
17:3003.03.21
-
17:0003.03.21
-
16:4003.03.21
-
მევლუთ ჩავუშოღლუ - პატივი უნდა ვცეთ საქართველოს პოზიციას 3+3 ფორმატთან დაკავშირებით
16:2003.03.21
-
საქართველოს რეიტინგი Freedom house-ის ყოველწლიურ ანგარიშში გაუარესდა
16:0003.03.21
-
გიგი უგულავა: შეთანხმება ვერ იქნება, თუ გიორგი რურუა და ნიკა მელია იქნებიან ციხეში
15:4003.03.21
-
თაკო ჩარკვიანი - მთავარია აქციები არ შეწყდეს, თუმცა კორექტივი შევიტანეთ
15:2003.03.21
-
მორიგი შეხვედრა ოპოზიციაში - "როცა მელია იქნება მაგიდასთან, მაშინ იქნება დიალოგი სრულყოფილი"
15:0003.03.21