პოლიტიკა

სოფო კილაძე - ჩვენი საპარლამენტო სიის შემადგენლობაში არაერთი ახალი სახე იქნება

25.05.20 13:20


პრემიერმა გახარიამ გითხრათ, შემოდგომაზე დავითვალოთ წიწილებიო და მგონი, უნდა დაველოდოთ შემოდგომას, - ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ჟურნალისტების კითხვას პრემიერ- მინისტრის შესაძლო შეცვლის თაობაზე.

მისივე თქმით, ამგვარი პროგნოზები, დიდწილად სპეკულაციურია და არ მართლდება.

"უკვე მერდენედ მესმის ჟურნალისტების მხრიდან დასმული კითხვა საკადრო ცვლილებებთან დაკავშშირებით, რომელიც უმეტესწილად სპეკულაცია გამოდის ხოლმე. პრემიერმა გახარიამ გითხრათ, რომ შემოდგომაზე დავითვალოთ წიწილებიო და მგონი უნდა დაგელოდოთ შემოდგომას და დავითვლით წიწილებს. მესმის, რომ ნებისმიერ რამეზე, რაც შეიძლება ჩემმა კოლეგებმა თქვან, კუდების გამობმას აქვს ხოლმე ადგილი", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

რაც შეეხება ახალ სახეებს, როგორც სოფო კილაძე ამბობს, საპარლამენტო სიაში არჩევნებისთვის ასეთი სახეები იქნებიან.

"ახალი სახეები იქნებაო არაერთხელ იქნა გაჟღერებული და არაერთი ახალი სახე იქნება ჩვენი საპარლამენტო სიის შემადგენლობაში. ვინ რა პოზიციას დაიჭერს, ეს ცალკე თემაა და ამაზე ცალკე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. საარჩევნო პერიოდია და სიაში ბევრ ახალ სახეს ვნახავთ,"- აცხადებს სოფო კილაძე.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები