პოლიტიკა

თბილისის მერიის სერვისები მუშაობას 1-ლი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს

27.05.20 13:40


თბილისის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები.

ეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა.

მისი თქმით, პირველი ივნისიდან აღდგება:

თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომები;

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ყოფნის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები;

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები;

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების კომისიის სხდომები;

თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები;

დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები.

"აქაც აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ყველა რეკომენდაცია. ჩვენი თანამშრომლების აღჭურვა - პირბადეებით, ხელთათმანებით, სადეზინფექციო ხსნარებით. ყველა ეს მიმართულება უნდა მოწესრიგდეს, რომ მოქალაქეთა მხრიდან კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს", - თქვა მან.

29 მაისიდან თბილისში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნება.

1-ლი ივნისიდან გაიხსნება კი გაიხსნება ღია სივრცის მქონე რესტორნები. ასევე ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც.

პირველი ივნისიდან ასევე გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები.

8 ივნისიდან იხსნება სასტუმროებიც. ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.




წყარო : /www.tabula.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები