პოლიტიკა

პრემიერი: საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია

28.05.20 10:15


პრემიერმინისტრ გიორგი გახარი ოპოზიციის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია და ეს ქვეყანაში დადგენილი წესი უნდა გახდეს. მისი თქმით, საპენსიო ფონდში როგორც მოქალაქის ფული, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესის ფულია.

"თქვენ, ყოველთვის გქონდათ პოზიცია, რომ პირველივე კრიზისში მთვარობა მიადგება და ამ საპენსიო ფონდს დახარჯავსო და, ხალხნო, პრობლემა იქნება იმაშიო, რომ ფულს აგროვებენო და მთავრობა ყულაბას გახსნის და ხარჯვას დაიწყებსო. ეს ფული ახლა უფასურდებაო, და დოლარებშიც თქვით იმდენი იყო და ამდენიაო. რომ იცოდეთ, საშუალო წლიური ზრდა ამ ფულის განთავსებით არის 14 პროცენტი, კურსთა შორის სხვაობის შედარება საპენსიო ფონდის გადაყვანა უცხოურ ვალუტაში ნონსენსია, ლარის სივრცეში ვცხოვრობთ.

თქვენ ადამიანებს ეუბნებით, რომ თქვენი ფული 772 მილიონიო ლარი, სახელმწიფოს უდევს და არ ხარჯავსო და თქვენ რომ კრიზისში ხართ არ გაძლევთო", - მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები