პოლიტიკა

რუსეთის დეზინფორმაციის კამპანია ლუგარის ლაბორატორიაზე და უკანონო ბორდერიზაცია - აშშ-ის სალეჩოს სპეციალური განცხადება

28.05.20 11:45


საქართველოში აშშ-ის საელჩო ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ კამპანიას და უკანონო ბორდერიზაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

მათი თქმით, რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია შემაშფოთებელია, რადგან ამ ლაბორატორიამ სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა COVID 19-თან ბრძოლაში.

რაც შეეხება ბორდერიზაციას, საელჩო აცხადებს, რომ ეს პროვოკაციული პროცესია.

"აშშ საელჩოს განცხადება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე “ბორდერიზაციის” პროცესის და აგრეთვე, ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ / U.S. Embassy statement on continued ‘borderization’ activities along the ABL, as well as the disinformation campaign against the Lugar Center

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავს საქართველოს წარმატებას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ “ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესი 12 ქართული სოფლის მიმდებარედ.

არანაკლებ შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა"- ნათქვამია განცხადებაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები