პოლიტიკა

გიორგი გახარია - ახლა უკვე ვფიქრობთ, შემდგომი ანტიკრიზისული გეგმა რა იქნება და ალბათ, ეს იქნება ჯანდაცვა

28.05.20 13:40


ახლა უკვე ვფიქრობთ შემდგომი ანტიკრიზისული გეგმა რა იქნება და ალბათ ეს იქნება ჯანდაცვა, იმიტომ რომ ჯანდაცვის სისტემაც არის ის სისტემა, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის ანტიკროზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი გეგმა ოპტიმალურია.

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საკმაოდ მოკლე დროში ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც მივიღეთ. შეიძლება ეს არაა იდეალური, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი განვითარების დონისთვის ეს არის ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს,"-აღნიშნა გახარიამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები