პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება სომხეთს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 102 წლისთავს ულოცავს

28.05.20 15:00


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის მოსახლეობას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 102 წლისთავს ულოცავს. შესაბამის განცხადებას საგარეო უწყება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„გულწრფელად ვულოცავთ სომხეთის მთელ მოსახლეობას 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების წლისთავს. ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს საქართველო უსურვებს კეთილდღეობასა და წარმატებას ჩვენს კარგ მეზობელ ქვეყანას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაში.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები